ხშირად დასმული კითხვები

კლინიკური კვლევა წარმოადგენს სამეცნიერო კვლევას, რომელიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სპეციფიურ კითხვებზე პასუხის გასაცემად, მოხალისე ადამიანებში იწარმოება. ინტერვენციული კვლევებით, კონტროლირებულ გარემოში ხდება იმის განსაზღვრა, არის თუ არა ექსპერიმენტული მკურნალობები თუ ცნობილი თერაპიების გამოყენების ახალი გზები უსაფრთხო და ეფექტური.
NSCLC კვლევების მიზანია NSCLC-ს მკურნალობისათვის გამოყენებული საკვლევი მკურნალობის უსაფრთხოების, ამტანობისა და ეფექტურობის შეფასება.
კვლევისადმი შესაბამისობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია იმაზე, თუ NSCLC-ის რომელ კვლევაში ჩაერთვებით.
თუ რომელიმე კვლევაში ჩაერთვებით, თქვენ გარკვეული ქმედებების შესრულება მოგიხდებათ. ეს კვლევის ვიზიტებზე დასწრებას და გარკვეული გამოკვლევებისა და პროცედურების ჩატარებას მოიცავს, მათ შორის გულმკერდის რენტგენოგრაფიას, სკანირებას ვიზუალიზაციით, ბიოფსიას და სისხლის ანალიზებს.
მონაწილეობის ხანგრძლივობა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის იმაზე, თუ რომელ კვლევაში ჩაერთვებით და როგორი იქნება საკვლევი მკურნალობისადმი თქვენი რეაგირება. კვლევაში თქვენი მონაწილეობა შესაძლოა მაქსიმუმ 5 წელი გაგრძელდეს. 
სტანდარტული სამედიცინო მომსახურების მიღების გარდა, დამატებითი შემოწმებების გავლას და NSCLC-ის სპეციალისტებთან მიმართვას შეძლებთ. ამ კვლევათაგან რომელიმე ერთში მონაწილეობა სამედიცინო სარგებლის მიღების გარანტიას არ იძლევა. თქვენი მდგომარეობა შეიძლება გაუმჯობესდეს, დარჩეს ისეთივე ან გაუარესდეს კიდევაც. 
როგორც ყველა მკურნალობის შემთხვევაში, არსებობს რისკებისა და გვერდითი მოვლენების შესაძლებლობა. თქვენ მოგეწოდებათ ინფორმირებული თანხმობის ფორმა, რომელშიც განმარტებულია სხვა კლინიკური კვლევების შედეგად გამოვლენილი, კვლევის მკურნალობასთან დაკავშირებული რისკები. ასევე შესაძლებელია, მკურნალობას აქამდე უცნობი ეფექტი მოჰყვეს. თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რაიმე ცვლილებების გამოვლინების შემთხვევაში, რამდენადაც უმნიშვნელოდ არ უნდა გეჩვენოთ ისინი, აღნიშნული თქვენს მკვლევარ ექიმსა და კვლევით გუნდს უნდა შეატყობინოთ.  
NSCLC კვლევები მსოფლიოს მასშტაბით, კვლევით ცენტრებში მიმდინარეობს. ცენტრის საძიებო ინსტრუმენტის გამოყენებით, თქვენთან ყველაზე ახლოს მდებარე კვლევითი ცენტრი იპოვეთ. 

კითხვების არსებობის შემთხვევაში, რა უნდა მოვიმოქმედო? 

NSCLC კვლევების შესახებ მეტი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენთან ყველაზე ახლომდებარე ცენტრს დაუკავშირდეთ. ცენტრის საძიებო ინსტრუმენტის გამოყენებით, თქვენთან ყველაზე ახლოს მდებარე ცენტრი იპოვეთ.