EmpowerVax-L1 კლინიკური კვლევის განხილვა
თუ დაგისვეს ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს დიაგნოზი (NSCLC), თქვენ არ ხართ მარტო სამედიცინო მოგზაურობაში. NSCLC ფილტვის კიბოს ყველაზე გავრცელებული ტიპია აშშ-ში, რომელიც შეადგენს ფილტვის კიბოს ყველა დიაგნოზის 84%-ს.
ამჟამად ჩვენ ვმუშაობთ NSCLC-ის პოტენციური მკურნალობის შემუშავებაზე. EmpowerVax-L1 არის კლინიკური კვლევა, რომლის მიზანია შეისწავლოს ორი იმუნოთერაპიული მკურნალობის კომბინაცია PD-L1 ექსპრესიის მქონე NSCLC-ის მკურნალობისთვის. EmpowerVax-L1 მიზანია შეაფასოს, რამდენად ეფექტურია კომბინაცია კიბოს საკვლევ ვაქცინასთან, კვლევით გათვალისწინებულ ერთ ცალკე მკურნალობასთან შედარებით. ეს კვლევა აგრეთვე დაგვეხმარება, უკეთ გავიგოთ საკვლევი მკურნალობა და შორსწასული NSCLC.
რა მკურნალობებს ითვალისწინებს კვლევა?
საკვლევი მკურნალობა: საკვლევი მკურნალობა წარმოადგენს კიბოს ვაქცინას, რომელიც ასწავლის იმუნურ სისტემას კიბოს უჯრედების ამოცნობას და მათ განდევნას სხეულიდან.
დამტკიცებული მკურნალობა: დამტკიცებული მკურნალობა წარმოადგენს მონოკლონურ ანტისხეულს, რომელიც შემუშავებულია იმისათვის, რომ დაბლოკოს სხვა ცილის მოქმედება, რომელმაც ასევე შეიძლება ხელი შეუშალოს იმუნურ უჯრედებს კიბოს უჯრედების განადგურებაში. ამ ცილის დაბლოკვა შეიძლება დაეხმაროს იმუნურ უჯრედებს კიბოს უჯრედების განადგურებაში. ანტისხეულები არის სისხლში ბუნებრივად არსებული ცილები, რომლებიც ებრძვიან ინფექციებს.
თუ თქვენ წარმატებით გაივლით სკრინინგის ფაზას და ჩაერთვებით კვლევაში, თქვენ რანდომულად (შემთხვევითობის წესით) მოხვდებით მკურნალობის 2 ჯგუფიდან ერთ-ერთში. ნებისმიერ ჯგუფში მოხვედრის ალბათობა თანაბარია (50%).
მკურნალობის ორი ჯგუფია:
მკურნალობის ჯგუფი A:
ეს მკურნალობის ჯგუფი მიიღებს მხოლოდ დამტკიცებულ მკურნალობას ციკლში ერთხელ (ყოველ 3 კვირაში).
მკურნალობის ჯგუფი B:
ეს მკურნალობის ჯგუფი მიიღებს საკვლევი მკურნალობის და დამტკიცებული მკურნალობის კომბინაციას სხვადასხვა დროის მომენტში ყოველ 3-კვირიან ციკლში.
რას უნდა ველოდო, თუ ჩავერთვები კვლევაში?
კვლევაში მონაწილეობა 100% ნებაყოფლობითია (თქვენი არჩევანია). თქვენ მიიღებთ ინფორმაციას იმაზე, თუ რას უნდა ელოდოთ, ასევე თქვენს როლზე და მოვალეობებზე, თუ ჩაერთვებით EmpowerVax-L1 კვლევაში. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დატოვოთ კვლევა და ეს არ იმოქმედებს თქვენს ჩვეულებრივ სამედიცინო მომსახურებაზე.
კვლევაში ჩართვისას თქვენგან იქნება მოსალოდნელი გარკვეული ქმედებების შესრულება. ეს მოიცავს კვლევით ვიზიტებზე დასწრებას და გარკვეული გამოკვლევებისა და პროცედურების გავლას, მათ შორის გულმკერდის რენტგენოგრაფიას, ვიზუალიზაციურ სკანირებას, ბიოფსიას და სისხლის ანალიზს. თქვენი მონაწილეობა შეიძლება გაგრძელდეს 3 წლამდე.
შერჩეულ მონაწილეებს შეიძლება აუნაზღაურდეთ კვლევით ვიზიტებზე და უკან მგზავრობის ხარჯები და ასევე შეიძლება გაეწიოთ უფასო სამედიცინო მომსახურება კვლევაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, კვლევით გათვალისწინებული მკურნალობის ჩათვლით. კვლევითი გუნდი ამ ყველაფერს თქვენთან ერთად განიხილავს.
როგორ შემიძლია მონაწილეობის მიღება?
თუ გსურთ EmpowerVax-L1 კვლევაში მონაწილეობის მიღება,
შეგიძლიათ შეავსოთ მოკლე წინასწარი სკრინინგის კითხვარი, რათა ნახოთ, შეესაბამებით თუ არა საჭირო კრიტერიუმებს.
შეგიძლიათ შეავსოთ მოკლე წინასწარი სკრინინგის კითხვარი, რათა ნახოთ, შეესაბამებით თუ არა საჭირო კრიტერიუმებს.
შემიძლია თუ არა მონაწილეობის მიღება >>
კიდევ რა უნდა ვიცოდე?
როგორც ყველა სხვა მედიკამენტის შემთხვევაში, კვლევით გათვალისწინებულ მკურნალობებს ახლავს შესაძლო რისკები. თუ თქვენ დააკმაყოფილებთ კრიტერიუმებს და გადაწყვეტთ მკურნალობაში ჩართვას, თქვენ გადმოგეცემათ ინფორმირებული თანხმობის ფორმა, რომელშიც განმარტებულია ყველა შესაძლო რისკი და გვერდითი ეფექტი. ასევე შესაძლებელია, კვლევით გათვალისწინებულ მკურნალობებს აქამდე უცნობი ეფექტი მოჰყვეს. თქვენი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ჩვენი უმაღლესი პრიორიტეტებია და ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით მათ თქვენი მონაწილეობის განმავლობაში.
არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ ამ კვლევაში მონაწილეობით სამედიცინო სარგებელს მიიღებთ. თქვენი მდგომარეობა შეიძლება გაუმჯობესდეს, დარჩეს ისეთივე ან გაუარესდეს კიდევაც. თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ დატოვოთ კვლევა ნებისმიერ დროს და ნებისმიერი მიზეზით.
მოძებნეთ კვლევითი ცენტრი თქვენთან ახლოს
EmpowerVax-L1 კვლევის და თქვენთვის მისი შესაფერისობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად
გთხოვთ, დაუკავშირდეთ უახლოეს კვლევით ცენტრს, სადაც თქვენ სიამოვნებით გაგიწევენ დახმარებას.
გთხოვთ, დაუკავშირდეთ უახლოეს კვლევით ცენტრს, სადაც თქვენ სიამოვნებით გაგიწევენ დახმარებას.
მოძებნეთ უახლოესი კვლევითი ცენტრი